მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელცის ავსტრალიის ღია პირველობაზე მე-19 ნომრად არის განთესილი, კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს, რეიტინგის 171-ე ნომერს, ამერიკელ კრისტოფერ ეუბანკს დაუპირისპირდება.
კრისტოფერი 22 წლისაა და მის პლუსად კარგი ჩაწოდება ითვლება. მას კარიერის მანძილზე ორი ჩელენჯერის ტურნირი აქვს მოგებული. საკვალიფიკაციო ეტაპზე ეუბანკმა სამი შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთი სეტი დათმო.
ნიკა და კრისტოფერი კარიერაში პირველად ხვდებიან. მატჩის ზუსტი დრო ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ 14 იანვარს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მჯერა რომ ციციპას გაიფენს. არ არის თან დიდად კარგ ფორმაში ციციპასი
კაროჩე ფედერერამდე მივდივართ და ფედერერსაც მივაყოლებთ
წარმატებები ნიკოლოზს!
ციციპასი რატო გგონია ეგეთი მაგარი ?? ხაჩანოვი და მედვედევი ბევრად მაგრები არიან
კრისტოფ-ერი, როჯ-ერი, ფედერ-ერი...



ამ ერი-ებს თუ სუყველას მიაჩუხანებ ჩემო ნიკოლოზ, მაშინ ვიქნებით ბედნი-ერი მთელი ერი !!!
პირველი ორი წრე მარტივია, ციციპასთან გაუჭირდება აი მეფედერთან ყველა წააგებს ავსტრალიაზე :დ
Fedrerersac daayolebs
Tsitsipass mougebs uechveli