ფეხბურთი

9:03 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემი“ არნაუტოვიჩს ჩინეთში არ უშვებს

„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ პრესსამსახურმა, თავდამსხმელ მარკო არნაუტოვიჩის ჩინურ კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„არნაუტოვიჩი „ვესტ ჰემთან“ კონტრაქტითაა დაკავშირებული და ვიმედოვნებთ, რომ მოქმედ ხელშეკრულებას პატივს სცემს. მარკო არ იყიდება.“ - წერია კლუბის ოფიციალურ „ინსტაგრამზე.“

ცოტა ხნის წინათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ჩინური კლუბი „ჩაქუჩებს“ ავსტრიელ შემტევში 35 მილიონ გირვანქას სთავაზობდა, მაგრამ ლონდონური კლუბის მესვეურები გუნდის საუკეთესო მეგოლესთან განშორებას არ ჩქარობენ.

მიმდინარე სეზონში 29 წლის არნაუტოვიჩმა, პრემიერლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11207