მონტენეგროულმა “ბუდუჩნოსტმა” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გოგა ბითაძის ბლოკშოტებია გაერთიანებული. პოდგორიცელებმა ქართველ ცენტრს ახალი მეტსახელიც შეურჩიეს – “გოგა ბლოკაძე”.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველი კალათბურთელი “ბუდუჩნოსტში” არცთუ დიდი ხნის წინ გადაბარგდა და მას შემდეგ ახალი გუნდის მაისურით ჩატარებულ ექვს შეხვედრაში (ადრიატიკის ლიგასა და ევროლიგაში) საშუალოდ 2.5 დაფარება აქვს.
გასაკვირი არაა, რომ სკაუტები მთელი მსოფლიოდან გოგას განსაკუთრებულად აკვირდებიან, მას კი თავის გამოჩენის მორიგი შანსი ხვალ, 11 იანვარს ექნება, როდესაც “ბუდუჩნოსტი” ევროლიგის ეგიდით თურქულ “დარუშაფაკას” უმასპინძლებს.