ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა" მარიო მანჯუკიჩმა შესაძლოა "მილანთან" გასამართი იტალიის სუპერთასის მატჩი გამოტოვოს. "ბიანკონერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ ხორვატმა შემტევმა ვარჯიშზე მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო, თუმცა უცნობია თუ რამდენი ხნით მოუწევს მანჯუკიჩს უქმობა.
Sky Sport Italia იუწყება, რომ 12 იანვარს მანჯუკიჩი "ბოლონიასთან" გასამართ იტალიის თასის მატჩს გამოტოვებს, ხოლო მარიოს თამაში სუპერთასზე საეჭვოა. "მილანის" და "იუვენტუსის" დაპირისპირება ჯიდაში 16 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.