ჭადრაკი

22:20 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის წინ...

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასასრულს მიუახლოვდა ფუად ჯაფაროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში, სადაც პირველ ნომრად დავით ბენიძეა (2480) განთესილი.

9 ტურად მიმდინარე შეჯიბრზე 8 ტური მიილია. ქართველ მოჭადრაკეს აქტივში 4.0 ქულა (1 მოგება, 6 ყაიმი, 1 მარცხი) აქვს და მეოთხე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მეხუთეა.
ტურნირში სულ 10 მოჭადრაკე მონაწილეობს, დასკვნითი ტური კი 11 იანვარს შედგება და ბენიძე შავი ფიგურებით აზერბაიჯანელ აბდულა გადიმბაილის (2409) ეთამაშება.
შეჯიბრის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს ირანელ არაშ ტაჰბაზს (2468), რომლის აქტივშიც 6.5 ქულაა.

0.115817