სხვა

18:23 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი იანვრის ბაშოზე იასპარეზებს!

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა გადაწყვიტა ტრავმის მიუხედავად მონაწილეობა მიიღოს 2019 წლის პირველ სუპერტურნირში.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოსთვის მოსამზადებელ ციკლში მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და მისი მოახლოებულ შეჯიბრზე ასპარეზობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
საბედნიეროდ, ქართველმა სეკიტორმა მობილიზება შესძლო და დღევანდელი ინფორმაციით, დოჰიოზე გასვლას მაინც აპირებს. ამგვარად, ლევანი დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებას იანვარშივე დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ ჰაცუ ბაშო 13-27 იანვარს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” ჩატარდება, ხვალ კი, ტურნირის საწყის დღეების განრიგი გამოქვეყნდება და ტოჩინოშინის მეტოქეთა ვინაობასაც შევიტყობთ.
სხვათა შორის, დღეს, სუმოისტთა განახლებული პირადი მონაცემები გამოქვეყნდა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ტოჩინოშინი (სიმაღლე 191 სმ.) 175 კგ-ს იწონის, ხოლო რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დაბრუნებული თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ (186 სმ.) 199 კგ-ია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116423