ფეხბურთი

13:52 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „სოლსკიაერის მანჩესტერული სტარტი ჩემსაზე უკეთესია“

„სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალიან მოსწონს ოლე გუნარ სოლსკიაერის მანჩესტერული სტარტი.

„სოლსკიაერის სტარტი „იუნაიტედში“ გაცილებით კარგი გამოვიდა, ვიდრე თავის დროზე ჩემი „სიტიში.“ მაშინ პირველ მატჩში „ბაიერნთან“ წავაგე, შემდეგ ფრე ვითამაშე. მან კი ყველა შეხვედრა მოიგო. სოლსკიაერი ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელიც წარმოუდგენელ შედეგებს აღწევს. რამდენიმე წუთს ვუცქირე მის „იუნაიტედს,“ ისინი შესანიშნავად ირჯებოდნენ.

თუმცა, მეტოქეებზე საუბარი ჩემი საქმე არ არის. წინ მძიმე შეხვედრა გველის „ვულვზთან.“ - უთხრა გვარდიოლამ FourFourTwo-ს.

შეგახსენებთ, რომ სოლსკიაერმა „იუნაიტედი“ 19 დეკემბერს ჩაიბარა და მას შემდეგ, „მანჩესტერმა“ ხუთიდან ხუთივე მატჩი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064455