ფეხბურთი

11:53 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კავანიმ ჩინურ კლუბში გადასვლაზე უარი თქვა

ჩინურმა კლუბმა „დელიანმა“ პსჟ-ს ურუგვაელ შემტევს, ედინსონ კავანის წინადადებით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო - გვამცნობს Le10Sport.

წყაროს ცნობით, ამჟამად კავანი არ არის დაინტერესებული ჩინეთში გადასვლით. მით უმეტეს, რომ მისი გადაბირება „ატლეტიკოს,“ „ჩელსისა“ და „ნაპოლის“ სურთ.

„ატლეტიკომ,“ შესაძლოა, იმ შემთხვევაში მიმართოს პარიზულ კლუბს, თუ მადრიდელებს დიეგო კოშტა დატოვებს, რომელიც ასევე „დელიანში“ შეიძლება აღმოჩნდეს.

ამ ჩინურ კლუბს, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ „მონაკოს“ ყოფილი დამრიგებელი, ლეონარდუ ჟარდიმი ჩაიბარებს.

31 წლის კავანი „პარი სენ-ჟერმენში“ 2013 წელს გადავიდა „ნაპოლიდან“ 64,5 მილიონ ევროდ. წლევანდელ სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონტის 11 მატჩში მან 10 გოლი გაიტანა.

ფრანგულ კლუბთან ურუგვაელის კონტრაქტს კი ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104471