წუხელ, „მანჩესტერ სიტიმ,“ ინგლისის ლიგის თასის პირველ ნახევარფინალში, ქვედალიგელ „ბარტონს“ 9:0 მოუგო და ქვეყნის თასების ნახევარფინალების ისტორიაში რეკორდი დაამყარა - მანამდე, ამდენი, ამ ეტაპზე, არავის გაეტანა.
ასევე, „სიტის“ ბოლო ორ სათასო მატჩში მინიმუმ 7 გოლი გაჰქონდა“: მათ ჯერ „როტერჰემი“ გაანადგურეს (7:0), ახლა კი „ბარტონი“ დაიბრიყვეს.
ბოლოს ასეთი შედეგი მხოლოდ „ლიდსს“ ჰქონდა 1967 წელს.