ფეხბურთი

9:48 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რემზიმ „იუვენტუსთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი, აარონ რემზი, ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ტურინის „იუვენტუსში“ გადავა - გვამცნობს The Guardian. გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელმა იტალიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამ ხნის განმავლობაში, დაახლოებით 40 მილიონ ევროს მიიღებს.

უელსელი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება „იუვენტუსში,“ კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ. „არსენალის“ ხელმძღვანელობა რამდენიმეჯერ ეცადა 28 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას, მაგრამ ვერაფრით მოელაპარაკა. რემზის საკუთარ რიგებში ხილვა ასევე სურდათ „პარი სენ-ჟერმენს,“ მადრიდის „რეალს,“ მიუნხენის „ბაიერნს“ და იტალიურ „ინტერს.“

რემზი „არსენალში“ 2008 წლიდან თამაშობს. წლევანდელ სეზონში მან პრემიერლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე პასით გამოირჩა. ასვე, მის ანგარიშზე სამი მატჩია ევროპა ლიგაში, რომლებშიც მან ერთხელ გამოიჩინა თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112014