ფეხბურთი

9:04 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩერევჩენკო: „ჯანოს, რატომღაც სკამზე ჯდომა მოსწონდა“

მოსკოვის „სპარტაკში“ გვიან შემოდგომაზე ახალი მთავარი მწვრთნელი, 52 წლის ოლეგ კონონოვი მივიდა და „დიდი წმენდაც“ დაიწყო. ახლა „სახალხო“ გუნდი დუბაიში ემზადება სეზონის მეორე ნახევრისთვის. კლუბმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელა ალეკსანდრ სამედოვს, გასულ სამშაბათს კი რომან იერომენკოს, იველინ პოპოვს, და მარკო პეტკოვიჩს დაემშვიდობა. იჯარით „კრილია სოვეტოვში“ გადავლენ ჯანო ანანიძე და არტიომ ტიმოფეევი. რუსულმა მედიამ ამ პროცესს „იანვრის რევოლუცია“ დაარქვა.

გუშინ კი, მოსკოვური კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანდრეი ჩერევჩენკომ ჩვენთვის ერთი საინტერესო კომენტარი გააკეთა. ჯანო ანანიძეზე თქვა: „რაც შეეხება ჯანოს, ის დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო სხვა გუნდში, სათამაშო პრაქტიკისთვის, მაგრამ, რატომღაც, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოსწონდა. თუ მას ასე კარიერის დასასრულამდე სურს ყოფნა, კი ბატონო, მაშინ ნურსად წავა.“ - უთხრა ჩერევჩენკომ «Известия»-ს.

0.119824