ფეხბურთი

3:19 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რეხვიაშვილი საბერძნეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ გიორგი რეხვიაშვილმა დატოვა. 30 წლის მცველი ამიერიდან საბერძნეთის სუპერლიგის ბინადარ „ლევადიაკოსში“ ითამაშებს.

როგორც ბერძნული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, რეხვიაშვილმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გამოცდილმა მცველმა „საბურთალოს“ ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და 32 მატჩში თავი 2 გოლით გამოიჩინა.

იქამდე, სხვა და სხვა დროს „ლოკომტოივის“, „ჩიხურას“, „დინამოსა“ და „მეტალურგის“ რიგებში უთამაშია. მის კარიერაში ასევე იყო თურქული „ბოლუსფორიც“, თუმცა ტრავმის გამო გუნდის დატოვება მალევე მოუწია.

რაც შეეხება „ლევადიაკოსს“, სუპერლიგის გასავარდ ზონაშია. 14 ტურის შემდეგ მხოლოდ 8 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-15 ადგილს იკავებს. თუმცა, სეზონის დასრულებამდე 16 ტურია დარჩენილი და სამშვიდობო პოზიციასთან ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულაა.

0.116833