ფეხბურთი

0:30 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პერესმა მოურინიოს "რეალში" დაბრუნება გადაწყვიტა

მადრიდის „რეალში“ შესაძლოა ჟოზე მოურინიო დაბრუნდეს. ბრიტანული Sun-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს გუნდის კრიზისიდან გამოყვანა რაც შეიძლება სწრაფად უნდა და პორტუგალიელის დაბრუნებაც ამიტომ აქვს განზრახული.

საინტერესოა, რომ „სამეფო კლუბში“ სანტიაგო სოლარის ცოტა ხნის წინ სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმეს, მაგრამ არგენტინელის მუშაობით გუნდის ხელმძღვანელობა კმაყოფილი არაა.

მადრიდულმა გრანდმა ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ორ ტურში მხოლოდ ქულის მოპოვება მოახერხა და ლიდერ „ბარსელონას“ უკვე 10 ქულით ჩამორჩება.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, მოურინიომ პერესს უკვე წაუყენა სატრანსფერო მოთხოვნები გუნდში დაბრუნების სანაცვლოდ. შეგახსენებთ, რომ „განსაკუთრებული“ „რეალს“ 2010-2013 წლებში წვრთნიდა, ხოლო ერთი თვის წინ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109049