ფეხბურთი

0:05 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი ლა ლიგაში საუკეთესოდ დაასახელეს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი ესპანეთის ლა ლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ოფიციალურად ლა ლიგის ვებგვერდი იტყობინება.

გრიზმანმა დეკემბერში 4 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. კუთვნილ ჯილდოს კი 13 იანვარს, „ლევანტესთან“ მატჩის დაწყებამდე მიიღებს.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ფრანგმა 18 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

0.142556