ფეხბურთი

23:40 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი "ტოტენჰემის" ისტორიაში შევიდა

ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ოცი გოლის გატანა უკვე მოახერხა და გუნდის ისტორიაში შევიდა.

კეინი „მამლების“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ ხუთი სეზონის განმავლობაში 20 ან მეტი გოლის გატანა მოახერხა.

25 წლის ინგლისელი ბოლო სეზონში ასეთი შედეგიანობით თამაშობდა:

2014-2015 წლების სეზონი - 31 გოლი

2015-2016 – 28

2016-2017 – 35

2017-2018 – 41

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, 14-ჯერ თავი პრემიერლიგაში გამოიჩინა, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო თითოჯერ ინგლისის ლიგისა და ინგლისის ასოციაციის თასზე.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა“ ინგლისის ლიგის თასზე „ჩელსი“ ჰარი კეინის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116546