ფეხბურთი

20:30 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ხარაბაძე "ციურიხში" - ხვალ ოფიციალურად უნდა დადასტურდეს

„დინამო თბილისის“ მცველი ლევან ხარაბაძე დიდი ალბათობით კარიერას შვეიცარიის სუპერლიგის ბინადარ „ციურიხში“ გააგრძელებს. ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია არცერთ მხარეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ ეს დროის საკითხია და სავარაუდოდ, ხვალ ყველაფერი გაოფიციალურდება.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 18 წლის ქართველი უკვე შვეიცარიაშია და კონტრაქტს გააფორმებს. მხოლოდ პატარა დეტალებია დარჩენილი, რომელიც გუნდებს შორის თანხმდება.

ლევანი „ციურიხში“ საიჯარო ხელშეკრულებით ჩაირიცხება, რომელიც ერთწლიანი იქნება ან 1.5-წლიანი იქნება. ცნობისთვის, საუბარია ძირითად გუნდში ჩარიცხვაზე.

ხარაბაძემ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა. ნიშანდობლივია, რომ ერთხელ ვლადიმირ ვაისს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰყავდა მიწვეული.

რაც შეეხება „ციურიხს“ - შვეიცარიაში დიდი ტრადიციებისა და სახელგანთქმული გუნდია, რომელიც ევროტურნირებზე ხშირად ასპარეზობს. ამჟამად მეოთხე ადგილზე იმყოფება (18 ტურში 25 ქულა), ხოლო პარალელურად ევროპა ლიგაზე თამაშობს და თებერვალში 1/16 ფინალურ ეტაპზე იტალიურ „ნაპოლის“ ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდება.

0.121383