კალათბურთი

18:30 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილი ლიბანურ “ბეირუთში” ითამაშებს

35 წლის ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი კარიერას ლიბანის ჩემპიონატში მოთამაშე “ბეირუთში” გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ნიკასთვის ხსენებული აზიური ქვეყანა უცხო ნამდვილად არაა. აქამდე, მას “შამპვილისა” და “ბიბლოსის” ღირსებაც დაუცავს, სულ კი, “ბეირუთი” მის პროფესიულ კარიერაში 22-ე (!) გუნდია.
ცხადია, ცქიტიშვილს კარიერას საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ჰქონდა, როდესაც ნბა-ს დრაფტის მე-5 ნომრად “დენვერ ნაგეთსმა” აირჩია.
ქართველმა ფორვარდმა ოკეანის გაღმა “გოლდენ სტეიტის”, “მინესოტასა” და “ფინიქსის” მაისურაც მოირგო, გარდა ამისა კი, სლოვენიაში, იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, ირანში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, იაპონიასა და ბაჰრეინშიც უთამაშია.
ნიკას ახალ გუნდს ლიბანის ჩემპიონატში ოთხ-ოთხი მოგება-წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი უკავია. ბეირუთელები გაცილებით უკეთ ირჯებიან არაბული გუნდების ჩემპიონატში, სადაც ოთხივე თამაში მოგებული აქვთ.

0.134728