ფეხბურთი

18:05 | 9.01.2019 | ნანახია 1439 - ჯერ

მერებაშვილის დილემა - ახალი კონტრაქტი თუ ახალი გუნდი?

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი მერებაშვილი შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ახალ გუნდში გადავიდეს. თუმცა, არის იმის ვარიანტიც, რომ „ვისლასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

ყაზახურმა მედიამ დაწერა, რომ მერებაშვილი ადგილობრივ კლუბებს სურთ, თუმცა თავად ქართველი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. 32 წლის ფეხბურთელმა WORLDSPORT.GE-სთან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ „ვისლასგან“ აქვს ახალი ხელშეკრულების წინადადება:

„ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. ერთადერთი „ვისლამ“ შემომთავაზა 2 წლით კონტრაქტის გახანგრძლივება და ვნახოთ რა მოხდება. ყველაფერი 2-3 კვირაში უნდა გადაწყდეს.

ყაზახეთი? - ნამდვილად არაფერი ვიცი, რადგან მე არავინ დამკავშირვებია“, - გვითხრა გიორგიმ.

შეგახსენებთ, მერებაშვილი პოლონურ „ვისლაში“ 2016 წლიდან თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მიმდინარე სეზონში ექსტრაკლასაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:15 | 09.01.2019
armenakich13 (577)

დილემა არის 2 არასასურველ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთება და დავიჯერო მერებას არცერთი არ სურს?!

19:03 | 09.01.2019
lagashi (6738)

არ ხარ იმ ასაკში ახალი გამოწვევები მიიღო, გააგრძელე კონტრაქტი

18:13 | 09.01.2019
XoMe (1384)

არუნდა გადავიდეს

0.122123