ფეხბურთი

17:40 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანტე გი “საბურთალოში” ითამაშებს

ანტე გი ოფიციალურად “საბურთალოს” ფეხბურთელია. 26 წლის კოტ დ’ივუარელმა შემტევმა სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

გი ეროვნულ ლიგაში 2017 წლის სეზონში, “სამტრედიას” რიგებში ასპარეზობდა და წლის საუკეთესო ლეგიონერადაც დასახელდა, იქამდე კი პორტუგალიურ “კოვილიაში”, “კოიმბრაში”, “კიასოსა” და “ვიტორია გიმარაეშში” გამოდიოდა.
სამტრედიელთა რიგებში მან 36 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.

0.124634