"გოლდენ სტეიტის" ცენტრი დემარკუს კაზინსი პარკეტზე დაბრუნებას 18 იანვარს "კლიპერსის" წინააღმდეგ აპირებს დაბრუნებას, აღნიშნულ ინფორმაციას Yahoo Sport-ი ავრცელებს.
კაზინსს მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო არ უთამაშია. დემარკუსს ქუსლის ტრავმა აწუხებს.
კაზინსმა განვლილი სეზონი „ნიუ ორლეანში“ გაატარა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 25.2 ქულას, 11 მოხსნას და 3.2 პასს აგროვებდა.
დემარკუსს 2018 წლის იანვრის შემდეგ აღარ უთამაშია.
დემარკუსმა „გოლდენ სტეიტთან“ ზაფხულში ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.