News

15:56 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალისონმა ახსნა, თუ რატომ არჩია „ლივერპული“ „ჩელსის“

„ლივერპულის“ ბრაზილიელმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა ჟურნალისტებს უამბო, თუ რატომ არჩია გასულ ზაფხულს „ლივერპული“ „ჩელსის.“

„ლივერპული“ ზუსტად იმავე მიზეზით ავირჩიე, რომლითაც თავის დროზე, ბრაზილიიდან წამოსვლისას „რომას“ მივანიჭე უპირატესობა. მივიჩნიე, რომ ჩემი კარიერისთვის ეს უკეთესი გადაწყვეტილება იქნებოდა.

„ჩელსიში“ მწვრთნელი იცვლობოდა თან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე არ მონაწილეობდა. „ლივერპულის“ ისტორიით კი ყოველთვის მოხიბლული ვიყავი. ეს გუნდი ხუთჯერ გახდა ევროპაში საუკეთესო და მინდოდა მისი ისტორიის ნაწილი გავმხდარიყავი.

„რომაში“ თამაშისას, ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ახლოს ვიყავი. ახლა კი მუყაითად ვაგრძელებ გარჯას, რათა ოცნება „ლივერპულთან“ ერთდ ავიხდინო.“ - უთხრა ალისონმა FourFourTwo-ს.

შეგახსენებთ, რომ ალისონი „ლივერპულში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა „რომადან“ 62,5 მილიონ ევროდ. რითაც, ის, ცოტა ხნით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.

0.100533