ჭადრაკი

15:27 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩხაიძის მე-12 ადგილი ავსტრიაში

ქართველმა ნიკოლოზ ჩხაიძემ (2297) მონაწილეობა მიიღო ავსტრიაში შილხერლენდის ღია პირველობაში, რომელშიც 58 მოჭადრაკე იყო ჩართული.

ჩხაიძეს მე-20 განთესვა გააჩნდა, ამდენად, მისი მე-12 ადგილი დამაკმაყოფილებელ შედეგად უნდა მივიჩნიოთ. ნიკოლოზმა 4 პარტია მოიგო, 3 ყაიმით დაასრულა, ორში კი დამარცხდა და თავი 5.5 ქულას მოუყარა.
ავსტრიული ტურნირის გამარჯვებული ხორვატი ზდენკო კოზული (2601) გახდა 7.0 ქულით, მეორე-მესამე ადგილები კი, ჰოლანდიელმა ერიკ ვან დენ დოელმა (2616) და ავსტრიელმა ანდრეას დიერმეიერმა (2472) დაიკავეს 6.5-6.5 ქულით.

0.118377