ფეხბურთი

14:16 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პავარი ბაიერნელი გახდება

გერმანული „შტუტგარტის“ მარჯვენა მცველი, ბენჟამენ პავარი კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს - გვამცნობს მიუნხენური კლუბის ოფიციალური „ტვიტერი.“

ამის შესახებ „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა. ფრანგი ფეხბურთელი ახალ გუნდს 2019 წლის 1 ივლისს შეუერთდება და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს პავარის გადაბირება „ბარსელონასაც“ სურდა, მაგრამ კატალონიელებმა მოლაპარაკებაზე უარი თქვეს, რადგან „შტუტგარტმა,“ მათი აზრით, ძალიან ძვირი, 35 მილიონი ევრო მოითხოვა.

პავარი „შტუტგარტში“ 2016 წლიდან თამაშობს, მანამდე კი „ლილის“ ფეხბურთელი გახლდათ. შარშანდელ მუნდიალზე პავარი, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახლდათ მისი ულამაზესი გოლი, მერვედფინალში, არგენტინის ნაკრების კარში.

0.129471