ფეხბურთი

13:51 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ნაინგოლანით და პელეგრინით დაინტერესდა

„პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესთა სფეროში ორი იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელი, „ინტერის“ რაჯა ნაინგოლანი და „რომას“ ლორენცო პელეგრინი მოხვდა - გვამცნობს parisunited.fr.

პორტალი ამტკიცებს, რომ პარიზულ კლუბს შუა ხაზის გაძლიერება სურს, რადგან ადრიენ რაბიო „ბარსელონაში“ მიდის, ხოლო ლასანა დიარა კარიერას ასრულებს.

ნაინგოლანს „ინტერის“ ხელმძღვანელობასთან სერიოზული უთანხმოება აქვს. მას ხშირად ადანაშაულებენ რეჟიმის დარღვევაში და კაზინოებში სიარულში. ნახევარი წლის წინ იტალიურმა კლუბმა მასში 38 მილიონი ევრო გადაიხადა, ახლა კი თავიდან მოშორებას აპირებს. „ინტერის“ მესვეურები ადასტურებენ, რომ სერიოზული წინადადების მიღების შემთხვევაში, ისინი ბელგიელს იანვრის სატრასფერო ფანჯრის დროს გაყიდიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116384