საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში დამარცხდა.
გორგოძემ ჩეხ ჩოგბურთელთან ლუსი ჰრადეცკასთან 3:6, 3:6 წააგო. შეხვედრა საათსა და 37 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ქართველ ჩოგბურთელს ფორტუნამ ზურგი აქცია, 11 ბრეიკ-პოინტიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა, ხოლო ჩეხმა პირველივე შესაძლებლობაზე ეკოს გეიმი წაართვა. მეორე სეტი ეკომ კარგად დაიწყო და 2:1 ბრეიკით დაწინაურდა კიდეც. თუმცა ჰრადეცკამ შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო, რითაც ყველაფერი დასრულდა.