26 წლის "ლივერპულის" და ეგვიპტის ნაკრების შემტევი მოჰამედ სალაჰი აფრიკის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. სალაჰმა აღნიშნული ტიტული გასულ წელსაც მოიგო.
მეორე ადგილზე "ლივერპულის" და სენეგალის ნახევარმცველი სადიო მანე გავიდა. მესამეზე "არსენალის" და გაბონის შემტევი პიერ-ემერიკ ობამეიანგია.
აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი ყველაზე მეტჯერ, 4-4-ჯერ სამუელ ეტოო და იაია ტურე გახდნენ.
მიმდინარე სეზონში სალაჰმა 21 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.