გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროთასის ტოპ 16-ს მორიგ ტურში სერბულ “ცრვენა ზვეზდას” 79:74 სძლია, ქართველ ცენტრს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:38 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა (4 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ის მალაგელთა რიგებში მხოლოდ ფრანგ ცენტრ მატიას ლესორს (25) ჩამორჩა, ვინც 16 ქულა ჩააგდო.
“უნიკახამ” თითო მოგება-წაგება მოაგროვა და G ჯგუფში სწორედ “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად, მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, შემდეგ შეხვედრას კი 15 იანვარს, ისევ შინ, ფრანგულ “ლიმოჟთან” გამართავს.