ფეხბურთი

20:45 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვილიას საგოლე პასი და კაკაბაძის დაბრუნება

შვეიცარიულმა „ლუცერნმა“, რომლის ღირსებას ოთარ კაკაბაძე და ვაკო გვილია იცავენ, სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო.

დღეს, „ლუცერნი“ „ვინტერთურს“ ამხანაგურად გაეჯიბრა და 2:1 დამარცხდა. კაკაბაძემ ტრავმა მოირჩინა და შეუცვლელად ითამაშა დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ხოლო გვილია მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. ერთადერთ გოლში მისი დამსახურებაცაა. 61-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო, ბლესინგ ეკელემ გოლი სწორედ გვილიას პასით გაიტანა.

მოგეხსენებათ, ვაკო იშვიათად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში სეზონის პირველ ნახევარში. მთავარმა მწვრთნელმა რენე ვეილერმა საჯაროდ განაცხადა, რომ აქცენტს სხვა სტილის ფეხბურთელებზე აკეთებდა. აქედან გამომდინარე დაირხა ხმები, რომ ჩვენებური იანვარში გუნდს დატოვებდა, მაგრამ ამ კუთხით ჯერ სიახლე არაა და სავარაუდოდ, ზაფხულამდე ისევ „ლუცერნში“ გაირჯება.

შვეიცარიის ჩემპიონატი 3 თებერვალს განახლდება. იქამდე კი გვილიასა და კაკაბაძის გუნდს რამდენიმე სპარინგი აქვს დაგეგმილი.

0.113358