„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას ძმა, მატიასი ამბობს, რომ „წითელ ეშმაკებში“ მთავარი პრობლემა ჟოზე მოურინიო იყო. მისი განცხადებით, პოგბა „ოლდ ტრაფორდზე“ სწორედ პორტუგალიელის გამო ვერ აჩვენებდა საუკეთესო თამაშს.
„პრობლემა მოურინიო იყო. ვიცნობ ჩემს ძმას და ვიცი, რომ როდესაც მწვრთნელისგან ნდობას გრძნობს, ყველაფერს გააკეთებს მოედანზე. როდესაც ურთიერთპატივისცემაა ყოველთვის შესანიშნავად თამაშობს. მაგრამ მოურინიო არის მწვრთნელი, რომელსაც მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა უნდა“, - განაცხადა მატიასმა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც „მანჩესტერი“ ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჩაიბარა, პოგბა ჩინებულად ათამაშდა და 5 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. იქამდე კი, მოურინიოს ბოლო პერიოდში ძირითად დროს სათადარიგო სკამზე ატარებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დღეს ნომერ პირველია გერმანელი. დიდია ძაან