პორტუგალიის ნაკრების მცველი პეპე კარიერას „პორტუში“ გააგრძელებს. როგორც „დრაკონების“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 35 წლის მცველმა გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
პეპე ბოლოს სტამბოლის „ბეშიქთაშში“ თამაშობდა, რომელთანაც ფინანსური პრობლემების გამო კონტრაქტი გაწყვიტა. შედეგად, „პორტუს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
პეპე „პორტუში“ 2004-2007 წლებში უკვე თამაშობდა და 89 შეხვედრაში 8 გოლიც გაიტანა. იქამდე „მარიტიმუს“ ღირსებას იცავდა, ხოლო კარიერის საუკეთესო პერიოდი 2007-2017 წლებში მადრიდის „რეალში“ გაატარა.