ფეხბურთი

16:17 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შელია სიმბოლურ ნაკრებში

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ინტერნეტპორტალ onedivision.ru-ს ვერსიით კალინინგრადის “ბალტიკას” ქართველი მეკარე გიორგი შელია მოხვდა.

განვლილ ტურში, “ბალტიკამ” თავის მოედანზე “ხიმიკი” 1:0 დაამარცხდა და შელიამ გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

“ბალტიკა” “ხიმიკს” ვერ მოუგებდა შელია რომ არ ყოფილიყო. ჯერ კიდევ ცუკანოვის გოლამდე, მან გუნდი სამჯერ იხსნა და შემდეგაც დამაჯერებლად თამაშობდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია შილოვის პირისპირ გასვლა - გიორგიმ სტუმრებს მაშინვე აგრძნობინა, რომ არაფრის იმედი უნდა ჰქონოდათ”, - იუწყება onedivision.ru 26 წლის მეკარის შესახებ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

შელია საქართველოსია დაბადებულ-გაზრდილი, ხოლო შემდეგ მოსკოვს მიაშურა და ადგილობროვ “დინამოში” ვარჯიშობდა. 2008-2011 წლებში ბრიანსკის “დინამოში” გამოდიოდა. 2011 წლიდან “ბალტიკაში”, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდებოდა, რადგან კონკურენტი ლატვიის ეროვნული გუნდის მეკარე ალექსანდრ კოლინკო ჰყავდა. მიმდინარე სეზონში სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა.


0.114675