სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

15:03 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია ისევ ტრავმირებულია

“დეტროიტ პისტონსის” ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მე-4 მატჩი გაუცდა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ვერსიით, ზაზას ტრავმა სერიოზული არ სჩანდა და მის მოედანზე დაბრუნებას დღედღეზე ელოდნენ, თუმცა, ქართველ ვეტერანს მომჯობინების პერიოდი გაუგრძელდა და ამ დროისთვის, მისი საქმეში დაბრუნების თარიღი უცნობია.

ფაჩულია მიჩიგანელთა განაცხადში დღესაც ფორმალურად იყო, დეტროიტელები კი “სან ანტონიოს სპურსს” დაუხვდნენ და 107:119 წააგეს. გადამწყვეტი მე-2 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 20:34 დათმეს.

“პისტონსის” რიგებში საუკეთესო ბლეიკ გრიფინი იყო 34 ქულითა და 8 პასით, ანდრე დრამონდმა კი მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა – 19 ქულა, 14 მოხსნა. ტეხასელებს დემარ დეროზანმა (26 ქულა, 9 პასი) და ლამარკუს ოლდრიჯმა (25 ქულა, 6 პასი) ულიდერეს.

“დეტროიტს” 17 მოგება და 21 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 10 იანვარს, სტუმრად, “ლოს ანჟელეს ლეიკერსთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113865