სხვა

14:37 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშომდე ტრავმას იშუშებს

ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს მარჯვენა ბარძაყის მცირე ტრავმა აწუხებს და ამ დროისთვის 2019 წლის პირველი სუპერტურნირისთვის მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ იღებს.

ტოჩინოშინი გასულ კვირას დაშავდა და მცირე პაუზა აიღო, რათა მოახლოებულ შეჯიბრს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. ქართველი სეკიტორის გარდა, ტოკიოში გამართულ საწვრთნელ შეჯიბრში (სოგენგეიკო) მონაწილეობა ფაქტიურად ყველა ლიდერმა მიიღო.
იოკოძუნა ჰაკუჰო სამჯერ კომუსუბი მიტაკეუმის გაეჯიბრა, ხუთჯერ კი სეკივაკე ტაკაკეიშოს და ყველა ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. იოკოძუნათა ჯახში კაკურიუმ ოთხიდან სამ შემთხვევაში აჯობა კისენოსატოს.
მოგვიანებით კაკურიუმ ოძეკებო – ტაკაიასუ (3:2) და გოეიდოც (1:0) დაჯაბნა, კისენოსატომ კი იმავე გოეიდოს 2 ორთაბრძოლა მოუგო.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებული ჰაცუ ბაშო 13-27 იანვარს სუმოს მექად წოდებულ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” ჩატარდება, ტოჩინოშინი კი მასზე კვლავაც დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით წარსდგება.

0.114246