სხვა

13:12 | 8.01.2019 | ნანახია 0 - ჯერ

გიგა ტორონჯაძე: რაშიჩი საუკეთესო მწვრთნელია

გიგა ტორონჯაძე საქართველოს ნაკრებში დიდი ხანია, თამაშობს - 2009 წლიდან მხოლოდ ერთი სანაკრებო სეზონი აქვს გამოტოვებული. ის გუნდის კაპიტნის, შოთა თევზაძის შემცვლელია. საკლუბო დონეზე რამდენჯერმე ამხდარა საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ კი ცოტა დააკლდა თურქეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლამდე. ინტერვიუში ის თავის კარიერაზე და ნაკრების მომავალ საკვალიფიკაციო თამაშებზე გვესაუბრება.

— გიგა, როდის დაიწყე ხელბურთში ვარჯიში?

— 2002 წლიდან. გლდანის დარბაზში, თამაზ ჩხაიძესთან.

— ალბათ, გლდანში ცხოვრობდი.

— არა, დედაჩემი, ნანა ბარბაქაძე იყო ხელბურთელი. ისიც მეკარე, მის კვალს გავყევი. მან მიმიყვანა

სავარჯიშოდ.

— მეკარეებს ნიჭი თავიდანვე ეტყობათ?

— ალბათ. გატყობენ, რისი მიდრეკილებაც გაქვს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ამპლუის არჩევაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. თავიდანვე კარში ჩავდექი.

— დიდ ხელბურთში როდისღა მოხვდი?

— 2005 წელს „ქარიშხალაში“ გადავედი ბექა ორჯონიკიძესთან და საქართველოს ჩემპიონატებში მონაწილეობაც იქიდან დავიწყე. მერე იყო „სტუ-შევარდენი“ საიდანაც 2013 წელს „ტრაბზონსფორში“ წავედი. 2015 წელს ერთი სეზონით ისევ „სტუ-შევარდენში“ დავბრუნდი, შემდეგ ასევე ერთი სეზონი გავატარე „ქუთაისში“ და ბოლოს ორი სეზონი ბათუმის BSB-ში ვითამაშე. საქართველოში ყველა ტიტული მოგებული მაქვს.

— ნაკრებში როდის გქონდა დებიუტი?

— ნაკრებში პირველად მოლდოვაში ვითამაშე, „ჩელენჯ ტროფიზე“. მაშინ 19 წლის ვიყავი. მას მერე მხოლოდ ერთი სანაკრებო სეზონი მაქვს გამოტოვებული. ნათამაშები მაქვს ყველა ასაკობრივ ეროვნულ გუნდში.

— ნაკრებში დიდი ხანია, მთავარი მეკარე შოთა თევზაძეა…

— მე რეგულარულად მიწვევენ ხოლმე, ოღონდ შოთას შემცვლელად, ასე ვთქვათ მეორე მეკარედ.

— ამ ხნის განმავლობაში გამორჩეული მატჩიც გექნებოდა, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდა.

— 2012 წელს, საკლუბო უნივერსიადაზე პორტუგალიელებთან ძალიან დაძაბული შეხვედრა გვქონდა, რომელშიც შოთა მოედნიდან გააძევეს. მან შემდეგი თამაში ფრანგებთან ავტომატურად გამოტოვა და მე მომიწია სტუ-ს კარის დაცვა. იმ ტურნირზე ჩვენმა გუნდმა ყველა თამაში მოიგო.

— „ტრაბზონსფორში“ ძირითადი მეკარე იყავი?

— ტრაპიზონში პირველ და მეორე მეკარედ არ ვიყავით დაყოფილები. ასე რომ, პირველი მეკარეც ვიყავი და მეორეც. ხან ჩემი კოლეგა იწყებდა თამაშს, ხან მე. რამდენიმე გუნდთან ამ ხერხს ტაქტიკადაც კი ვიყენებდით. ვთქვათ, პირველ 10 წუთს მე ვითამაშებდი და შემდეგ 10 წუთს ის, ან პირიქით. ხანდახან ერთი ტაიმი მისი იყო, მეორე კი ჩემი.

— როგორი გუნდი იყო „ტრაბზონსფორი“?

— კარგი გუნდი იყო, შეიძლება ითქვას სრულიად ნორმალური, მაგრამ როგორც ყველა თურქული გუნდი, ისიც ფინანსური სირთულეების წინაშე დადგა და დაიშალა. ბიჭების ვალიც კი დარჩათ. თორემ ისე, ფლეი-ოფშიც გავდიოდით და იქაც ტოლს არავის ვუდებდით. ერთხელ, მაგალითად, ბრინჯაოს მედლისთვის ფლეი-ოფში მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა წავაგეთ. მე და რატი მსხვილიძე ვთამაშობდით იქ.

— კეთილი, ნაკრებზე რას იტყვი? ჯორჯე რაშიჩთანთან ვარჯიში როგორ მოგწონს?

— ჯორჯეს ადრეც ვიცნობდი, პირველად რომ იყო საქართველოში ჩამოსული და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს მწვრთნელთან ურთიერთობა არ მქონია. დღეს ის ვარჯიშებზე გვეუბნება, რომ გუნდით კმაყოფილია, მაგრამ ცოტა მეტი ყურადღებისკენ მოგვიწოდებს. მასთან მოდუნება არ შეიძლება. არ აქვს მნიშვნელობა გადაღლილი ხარ თუ არა.

რაშიჩს აქვს ერთი თვისება, რომელიც ძალიან მომწონს — როგორც მწვრთნელი თამაშს კარგად კითხულობს. ის ყველა მოთამაშის გამოყენებას ცდილობს. რასაკვირველია, ყველას ერთნაირი სათამაშო დრო ვერ ექნება, მაგრამ გუნდში ყველას თავისი როლი აქვს და ჯორჯე ამას შესანიშნავად გრძნობს. ორი წუთით იქნება, ხუთით თუ ათით, ცდილობს ყველას თავისი ფუნქცია შეასრულებინოს. არ დამავიწყდება როგორ მენდო თბილისში, თურქეთთან დაძაბულ შეხვედრაში, როდესაც თამაში ბურთი-ბურთზე მიდიოდა.

— იმ მეტოქეებიდან, რომელთაც მალტაში უნდა შეხვდეთ, რომელიმეს თამაში იცი?

— ბევრს ვერაფერს ვიტყვი. კვიპროსელებს კარგა ხნის წინ ახალგაზრდულ ნაკრებში შევხვდი ერთხელ და სულ ეს იყო. არც თურქეთში გამიგია, რომ რომელიმე გუნდს კვიპროსელი მოთამაშე ჰყოლოდა.

აზერბაიჯანს რაც შეეხება, ამასწინათ „შავი ზღვის ბიჭები“ ბაქოში ვეთამაშეთ ფაქტობრივად აზერბაიჯანის ნაკრებს. რა გითხრათ, ერთი უკრაინელი ჰყავთ დამატებული, თუმცა უკრაინელი სათამაშოდ ბაქოში რომ წახვალ, ესე იგი საუკეთესოთა შორის ვერ უნდა იყო.

მალტაზე კი საერთოდ არაფერი მსმენია. მალტურ ხელბურთს მგონი დიდი ხნის ისტორია არც კი აქვს.

ასე რომ, ამ ტურნირზე მოგების გარდა სხვა შედეგზე ფიქრის უფლება არც კი გვაქვს.

გიგა ტორონჯაძე: დაიბადა 1989 წლის 7 თებერვალს. ხელბურთის თამაში დაიწყო 2002 წელს გლდანის სპორტსკოლაში. კარიერა: ქარიშხალა (2005-07) - სტუ-შევარდენი (2007-13, საქართველოს ჩემპიონი) - ტრაბზონსფორი (თურქეთი, 2013-15) - სტუ (2015-16) - ქუთაისი (2016-17) – BSB ბათუმი (2017-19, საქართველოს ჩემპიონი) - ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა 2009 წელს - ოჯახი: მეუღლე თამარ ბაკურაძე, შვილები: ანიტა (5 წლის), ნიცა (2)

ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული

A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი

B ჯგუფი, მალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა

კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:

11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი - მალტა


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:26 | 12.07.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

იმედია ტორპედოც გაავა.დანარჩენეებმა რამე უნდა მოიფიქრონ რო გავარდნენ

19:07 | 12.07.2019
saamtrediel (960)

ვიტ ჯორჯიას თამაშზე მეც ვიყავი მაშინ, რომელიც დინამოზე გაიმართა და ჩემს გარდა 100-150 გაზეთიანი მოხუცი იჯდა ტრიბუნაზე. D ისე განმეორებით თამაშში ვიტ ჯორჯიამ 0:3 წააგო ფარერელებთან.

19:25 | 12.07.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

მახსოვს ისიც მახსოვს რომ წინა დღეს ფარერელებმა "დინამოზე" რომ ივარჯიშეს, იქვე მოფსეს ერთი ამბავი იყო ატეხილი.

15:43 | 12.07.2019
dubligi (1492)

საბურთალომ თამაში აჩვენა ( მე ვაღიარებ, რომ საერთოდ პირველად უყურე ამ გუნდს მთლიანი თამაში...გაოცებული ვარ...არ ვიცი ეს ერთი თამაში გაგიჟდნენ თუ რა არის, მაგრამ ესე ნაკრებს არ უთამაშია ჯერ...პირველივე წუთებიდან ეტყობოდა რო მოვიგებდით, ბურთი არ მისცეს საერთოდ მთელი თამაში...და მე იმედი მაქვს, რომ 2 გუნდი მაინც კიდევ ერთ წრეს გაივლის და ცოტატი ჯგუფურის იმედიც მაქვს
ეს ზოგადად პესიმიზმი კი, საერთოდ ქართული დღევანდელობაა სამწუხაროდ, პოლიტიკაშიც ეგრე ვართ არაფერი გვეშველება, ყველა მთავრობა იქ რომ ხვდება, გვიკიდებს და ასე შემდეგ...ყველასი და ჩვენი ბრალია ეს პესიმიზმი...იმიტომ რომ, თუ ცოტათი კარგად ვართ, რეალურად გვკიდია ქვეყანა, ოღონდ ჩვენ კარგად ვიყოთ, სამსახურში ვიყოთ კარგად( ვთქვათ ვიცით, რომ პოლიტიკურად არასწორე გადაწყვეტილებებს იღებს ჩვენი უფროსი თუ ჩვენი მთავრობა, ეხლა ხომ კარგად ვართ და რაღა ჩემი ერთი ხმით ან სიტყვით წყდება ქვეყნის ბედი? აი ესე ვფიქრობთ უმრავლესობა) და არც ამის მთქმელი კაცი გამოჩნდა, რომ ერი დამოძღვროს...სამწუხაროდ, წესით ეს ეკლესია უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი მღვდლების შემყურე არც მაგი გვეჭყანება

17:04 | 12.07.2019
levani82 (41682)

მაგ გუნდისთვის ეს არაა გამონათება სულ ასე თამაშობენ. ჩემპიონებისთვის ევროპა ლიგაზე მოხვედრა უფრო ადვილია ვიდრე ევროპა ლიგის გუნდებისთვის

13:54 | 12.07.2019
levani82 (41682)

და ოთხივეს რომ მოეგო?

12:24 | 12.07.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

ნუ, სამმა გუნდმა პირველი ბარიერი დაძლია (იმედია "საოცრებას" არ მოიფიქრებენ რამეს ).
აი, ტორპედომ კი საბრძოლო ანგარიში დააფიქსირა და მაგარი ემოციური ფონი იქნება განმეორებით მატჩში - ჩხეტიანი რაღაცნაირად მოქოქავს თავის განახლებულ გუნდს.
შეიძლება ეს ემოციური ფონი ცუდიც იყოს ჩვენთვის და ყაზახებმა უფრო ადვილად მოიგონ, მაგრამ ინტერესი და მუღამი მაგ თამაშს ნაღდად აქვს.

09:10 | 12.07.2019
გუგა80 (1551)

თქვე კაი ხალხო, ეგ კინო ჯერ კიდევ არ გაქვთ ნანახი?
აგერ მე გეტყვით: რა იქნება და მომდევნო ეტაპზე სამივე გუნდი საზეიმოდ გან/ჯვავს!

19:04 | 12.07.2019
saqme (2310)

სიროო რა კინო ნახეე მასეთი ასე თავდაჯერებული რო საუბრობ იმ გუნდებზე რომლებმაც ასე გაგვახარეს...შე შიბაქოო,ალბათ არ მოგეწონა ეს შედეგები და გაბრაზებულის პოზიციიდან ხარ...სირიკოო..

09:23 | 12.07.2019
maestro10 (13745)

ყ ....ე გვკიდია შენს მიერ ნანახი კინო და არამარტო კინო

10:09 | 12.07.2019
ed7777 (819)

რა დავარქვათ ამ გამოსვლას? რომ გავიდნენ გეწყინება თუ გეტკინება?

10:01 | 12.07.2019
გუგა80 (1551)

ჩვენ ყ-ზე გვკიდია შენი ნანახი ყველა კინო, შენ მიერ წაკითხული სამივე წიგნი და პირადად შენ!

12:42 | 12.07.2019
ilia_juventus (2091)

მოგზავნილი ხარ რაგინდა მეგობარო გვაცადე სიხარული : )

19:06 | 12.07.2019
saqme (2310)

რა მეგობაროო,კაცი ჩვენი სიხარულზე გულზე სკდება ეგ მეგობარი კიარაა მტერიე...

19:05 | 12.07.2019
saqme (2310)

მეგობარო კიარა სირიკოა

0.14085