თამაშგარე

10:17 | 8.01.2019 | ნანახია 880 - ჯერ

რიბერის ტრაპეზი საყოველთაო განსჯის საგანი გახდა

დუნიაზე ფაქტობრივად არ დარჩა ცნობილი ადამიანი, რომელსაც დუბაის ერთ-ერთ ყველაზეფეშენებელურრესტორანში ლეგენდარული თურქი მზარეულის, ნუსროთ გიოქჩეს მიერ მომზადებული სტეიკი არ დაეგემოვნებინა და მერე ამ დიადი დაგემოვნების ამსახველი ფოტოები რომ არგამოედო სოციალურ ქსელებში.

საშობაო არდადეგებზე, ნუსროთის მიერ მომზადებული ცხვრის ხორცის სტეიკი (ისე კი, საუკეთესო სტეიკები როგორც წესი საქონლის ხორცისგან მზადდება) ოჯახთან ერთად, გამუსლიმანებულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ფრენკ რიბერიმაც დაიგემოვნა და ამ სიამოვნებაში ძალიან დიდი თანხა - 1200 ევრო გადაიხადა.

რიბერის მიერ ესოდენ ძვირადღირებული ტრაპეზი სოციალურ ქსელებში ბვევრმა ადამიანმა გააკრიტიკა და ზოგიერთმა ფეხბურთელს “გოიმი დ აუნახავი“ უწოდა. ამან მობურთალი ნამეტნავად გააბრაზა და საპასუხო კომენტარი დაწერა, სადაც მის მოკრიტიკეებს “გახვრეტილი პრეზერვატივის წყალობით დაბადებულებად“ და შურიან ხალხად მოიხსენიებს. რიბერი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ მას ქველმოქმედებაში თანხების ჩადება არასოდეს დასზარებია და მისმა მოკრიტიკეებმა ჯობია საკუთარ თავებს მიხედონ.

ამ ერთი შეხედვით არაფრისმომცემი სკანდალით, ყველაზე მეტად ცხადია ისევ ნუსროთ გიოქჩემ ისარგებლა, რომელსაც მდიდარი ადამიანები ისედაც ბლომად სტუმრობენ და ასეთ უფასო რეკლამაზე უარს სექსუალური მანიაკის იერის მქონე მზარეული აბა რატომ იტყოდა?!...

https://www.youtube.com/watch?v=ZHZlTT1RbbI

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:21 | 08.01.2019
კორბენ ცრუმართალა (13790)

ნუსრეტამ იმ დონეზე გაიპიარა თავი და ხელობა ყ**ზეც რომ დაიყაროს მარილი, მაგითაც სიამოვნებით ჩაიკოკლოზინებს ყელს ბევრი "ცნობილი ამა ქვეყნისა" და არც ოთუზბირის გადახდა დაენანებათ )))D

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.047299