ფეხბურთი

16:38 | 7.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში სალაჰი გამოარჩიეს

ინგლისური „ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

ეგვიპტელმა შემტევმა ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელ ჰარი კეინსა და „ჩელსის“ შემტევ ედენ აზარს აჯობა.

სალაჰმა დეკემბერში 7 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

0.112553