ფეხბურთი

16:05 | 7.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი: "ბევრი ჩვენგანი ჩვეულ დონეზე ვერ თამაშობს"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მიიჩნევს, რომ გუნდში ბევრი პრობლემაა. „სოსიედადთან“ (0:2) წაგების მერე ხორვატმა განაცხადა, რომ ბევრი ფეხბურთელი მათთვის ჩვეულ დონეზე ვერ თამაშობენ.

„ბევრი ჩვენგანი ჩვეულ დონეზე ვერ თამაშობს. ჩვენი პრობლემა მსაჯი ან VAR-ი არაა, არამედ სხვა პრობლემები გვაქვს და ამის მიზეზები არსებობს. ახლა უნდა გავაუმჯობესოთ თამაში, არ ვართ იდეალურ ვითარებაში, მაგრამ მოედანზე უფრო გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა მოდრიჩმა.

„რეალი“ ლა ლიგაში 18 ტურის შემდეგ 30 ქულით მეხუთე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ უკვე 10 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ „სამეფო კლუბს“ გოლების გატანა უჭირს. მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუს მადრიდში ყოფნასთან შედარებით „ბლანკოსის“ გოლების რაოდენობა (18 ტურისთვის) განახევრებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108129