საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ათლეტთა კომისიამ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) შესაბამისობის კომისიას (CRC) მოუწოდა, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) მიმართ მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები.
განცხადებიდან ირკვევა, რომ ათლეტები „მეტად გაწბილებულები და შეშფოთებული" არიან იმით, რომ WADA-მ გათვალისწინებულ ვადებში - 31 დეკემბრამდე ვერ შეძლო მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან მონაცემების მიღება.
კომისია აცხადებს, რომ CRC თავის სხდომაზე WADA-ს აღმასრულებელ კომიტეტს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს. „ამ რეკომენდაციებმა დაუყოვნებლივ ზომებთან და მოქმედებებთან უნდა მიგვიყვანოს", - ვიტყობთ განცხადებიდან.
WADA-ს აღმასკომის გადაწყვეტილებით, რუსეთის მხარეს 2018 წლის 31 დეკემბრამდე მათი კომისრებისთვის მოსკოვის ანტისაადოპინგო ლაბორატორიის მონაცემებთან წვდომის საშუალება უნდა მიეცა. WADA-ს ექსპერტთა ჯგუფი მოსკოვს დეკემბერში სტუმრობდა, მაგრამ დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულების საშუალება არ მისცემია. რუსული მხარის განცხადებით, ამის მიზეზი ის იყო, რომ მონაცემების ამოსაღებად საჭირო მოწყობილობები რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად არ იყო სერთიფიცირებული.
www.geonoc.org.ge