სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგაში საკონფერენციო მატჩების დაწყების შემდეგ პირველი მარცხი განიცადა.
ქართველი კალათბურთელის გუნდი 2 მოგების კვალად “დეპოლს” ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში 74:75 დამარცხდა. სანდროს შეეძლო თამაშის გმირი გამხდარიყო, თუმცა, ბოლო წამებზე სამქულიანი ააცილა.
მამუკელაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 5 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“სეთონ ჰოლს” 2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და ბიგ ისთის კონფერენციაში მე-3 ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო შეხვედრას კი 10 იანვარს “ბატლერთან” გამართავს.