იტალიური „მილანის“ ახალწვეულ ლუკას პაკეტას სამშობლოში ახალ კაკას უწოდებენ და ამ აზრს არც თავად 21 წლის ფეხბურთელი გაურბის. როგორც პაკეტამ განაცხადა, კაკა მისი კერპი იყო და უნდა, რომ „როსონერიში“ ისეთივე წარმატებით ითამაშოს, როგორც ეს კაკამ მოახერხა.
„კაკა ერთ-ერთი ჩემი კერპი იყო და მინდა, რომ „მილანში“ ისეთი წარმატებით ვითამაშო, როგორც ეს მან მოახერხა. მსურს, ჩემი სამუშაო საუკეთესოდ შევასრულო“, - თქვა პაკეტამ.
შეგახსენებთ, პაკეტას ტრანსფერი „მილანმა“ ორი დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა. „ფლამენგომ“ 21 წლის შემტევის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ბრაზილიელი იტალიურ გრანდში 39-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.