"საკრამენტოსთან" (127:123) მოგებულ შეხვედრაში "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა სტეფ კარიმ 10 სამქულიანი ჩააგდო და კარიერაში სულ 2277 სამქულიანი დაუგროვდა, რითაც კაელ კორვერს გაასწრო, რომელსაც ჯერჯერობით 2274 სამქულიანი აქვს.
ამ მაჩვენებლით კარი ნბა-ს ისტორიაში მეოთხეზეა. სტეფს სულ ხუთი სამქულიანი აკლია, რომ მესამე ადგილზე მყოფ ჯეისონ ტერის დაეწიოს.
ნბა-ს საუკეთესო 10 მსროლელი:
1. რეი ალენი - 2973 - სამქულიანი
2. რეჯი მილერი - 2560
3. ჯეისონ ტერი - 2282
4. სტეფ კარი - 2277
5. კაილ კორვერი - 2274
6. ჯამალ კროუფორდი - 2178
7. ვინს კარტერი - 2160
8. პოლ პირსი - 2143
9. ჯეისონ კიდი - 1988
10. ჯო ჯონსონი - 1978