კალათბურთი

14:23 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას ზედიზედ მე-3 მატჩი გაუცდა

ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე წელს უკვე მე-3 მატჩი გამოტოვა. “დეტროიტ პისტონსის” ქართველი ცენტრის სტატუსი ძველებურიალ- მის მოედანზე დაბრუნებას დღედღეზე ელიან, თუმცა კი, ჯერჯერობით, ჩვენებური საქმეში არ სჩანს.

ზაზა მიჩიგანელთა განაცხადში დღეს დილითაც იყო, როდესაც “პისტონსი” “იუტა ჯაზს” დაუხვდა და 105:110 დამარცხდა. საინტერესოა, რომ დეტროიტელებმა სასტარტო მეოთხედი 31:13 მოიგეს, მაგრამ სამივე დარჩენილ პერიოდში მეტოქეზე უარესად გამოიყურებოდნენ და სეზონში მე-20 მარცხი განიცადეს.
მასპინძლებს ვერც ბლეიკ გრიფინის დიდებულმა თამაშმა უშველათ, რომელმაც 34 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ორმაგ დუბლს (15 ქულა, 18 მოხსნა) გამორჩა “პისტონსის” სასტარტო ცენტრი ანდრე დრამონდიც, იუტელების ლიდერობა კი დონოვან მიტჩელმა იკისრა – 26 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა.
“დეტროიტს” 17 მოგება და 20 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ დივიზიონში უკვე მე-9 ადგილზეა, რაც ამ დროისთვის პლეი-ოფს მიღმა ტოვებს. ფაჩულიას გუნდს მომდევნო შეხვედრა 7 იანვარს “სან ანტონიო სპურსთან” ელის.

0.118414