ფეხბურთი

13:10 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანიაში ერიკსენი გამოარჩიეს

დანიის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" შემტევვი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი დანიის ფეხბურთელთა ასოციაციამ დანიის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. აღნიშნული ტიტული ერიკსენმა კარიერაში მეხუთედ დაიმსახურა. ინფორმაციას BT ავრცელებს.

2018 წელს ერიკსენმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. დანიის ეროვნული ნაკრები მერვედფინალში გავიდა, სადაც ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. აღნიშნულ ტურნირზე ერიკსენმა ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117024