გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.
„გოლდენ სტეიტმა“ გასვლაზე „საკრამენტო“ 127:123 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „მეომრებმა“ 31:20 მოიგეს. სტეფ კარიმ 20-დან 10 სამქულიანი ჩააგდო და ჯამში ყველაზე მეტი 42 ქულა სწორედ კარიმ ჩააგდო. ოკლენდელები 26 მოგებით და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.
„დენვერმა“ საკუთარ დარბაზში „შარლოტს“ 123:110 მოუგო. დენვერელებმა შეხვედრა იოლად მოიგეს. გამორჩეული სერბი ცენტრი ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც გუნდს 39 ქულა, 12 მოხსნა და 6 პასი შესძინა. „შარლოტში“ კებმა უოლკერი 20 ქულით გამოირჩა. „დენვერი“ 26 ქულით და 11 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.
„მილოუკი“ „ტორონტოსთან“ 116:123 დამარცხდა. კანადელებმა გარდამტეხი უპირატესობა მესამე პერიოდში მიიღეს, რომელიც 35:25 მოიგეს. „მილოუკის“ ლიდერი იანის ადეტოკუმპო იყო, რომელმაც 43 ქულა, 18 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. „ტორონტოში“ კავაი ლეონარდი 30 ქულით გამოირჩა. აღმოსავლეთ კონფერენციაში „მილოუკი“ პირველ ადგილზეა, „ტორონტო“ მეორეზეა.
„დენვერი“ – „შარლოტი“ 123:110 (31:26, 27:30, 31:28, 34:26)
https://www.youtube.com/watch?v=bIsVBeac308
„დეტროიტი“ – „იუტა“ 105:110 (31:13, 22:35, 25:28, 27:34)
https://www.youtube.com/watch?v=gRAP1bBzeiE
„ფილადელფია“ – „დალასი“ 106:100 (31:26, 28:25, 28:19, 19:30)
https://www.youtube.com/watch?v=1FQjZv1h_qM
„კლივლენდი“ – „ნიუ ორლეანი“ 98:133 (26:28, 26:33, 20:37, 26:35)
https://www.youtube.com/watch?v=tBllZkq-h5E
„მილოუკი“ – „ტორონტო“ 116:123 (34:27, 23:29, 25:35, 34:32)
https://www.youtube.com/watch?v=OEygUa83ItY
„სან ანტონიო“ – „მემფისი“ 108:88 (27:25, 37:19, 24:22, 20:22)
https://www.youtube.com/watch?v=7R4aCZeF-Us
„პორტლენდი“ – „ჰიუსტონი“ 110:101 (30:30, 29:16, 27:31, 24:24)
https://www.youtube.com/watch?v=J-aZDwB1qis
„საკრამენტო“ – „გოლდენ სტეიტი“ 123:127 (29:43, 40:27, 34:26, 20:31)
https://www.youtube.com/watch?v=KNmEzZqmE18







