1939 – დაიბადა ვალერი ლობანოვსკი. უკრაინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა კიევის ”დინამოში” (1958-64), ოდესის ”ჩერნომორეცსა” (1965-66) და დონეცკის ”შახტიორში” (1967-68). 1961 წლის საბჭოთა კავშირის პირველობის ჩემპიონი, 1960 წლის გათამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. ორჯერ დაასახელეს ”33 საუკეთესოს” შორის. საკავშირო ჩემპიონატებში ჩაატარა 258 მატჩი, გაიტანა 71 გოლი. განსაკუთრებული ოსტატობით გამოირჩეოდა კუთხურების ჩაწოდებასა და საჯარიმო დარტყმების შესრულებისას. საბჭოთა კავშირის პირველ ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი, ოლიმპიურში 7 შეხვედრა, გაიტანა ერთი გოლი. წვრთნიდა დნეპროპეტროვსკის ”დნეპრს”, კიევის ”დინამოს”, საბჭოთა კავშირის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კუვეიტისა და უკრაინის ნაკრებებს. სამწვრთნელო მიღწევები: 1975 წელს კიევის ”დინამოსთან” ერთად მოიგო თასების თასი და ევროპის სუპერთასი. საკავშირო ჩემპიონობა (1974, 1975, 1977, 1980, 1981, 1985, 1986, 1990) და თასი (1974, 1978, 1982, 1985, 1987, 1990). კიევის ”დინამოსთან” ერთად, ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვა 1976 (შემოდგომა), 1978, 1982 და 1988 წლებში, ხოლო ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა 1979 და 1989 წლებში. კიევის ”დინამოს” 1997, 1998, 1999, 2000 და 2001 წლებში მოაგებინა უკრაინის ჩემპიონის ტიტული, ხოლო 1998, 1999 და 2000 წლებში - თასი. საკავშირო ნაკრებთან ერთად, 1988 წლის ევროპის პირველობის ფინალისტია, ხოლო მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადაზე - ბრინჯაოს პრიზიორი. 1982, 1986 და 1990 წლების მსოფლიოს პირველობებზე წვრთნიდა საბჭოთა კავშირის ნაკრებს. ვალერი ლობანოვსკი უეფამ ”ლალის ორდენით” დააჯილდოვა. გარდაიცვალა 2002 წლის 13 მაისს.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1681 – ინგლისში გაიმართა პირველი საკრივო ორთაბრძოლა, რომლის საქაღალდე ჩანაწერიც შემონახულია. ერთმანეთს ჰერცოგ ალბერმარლეს მოურავი და ყასაბი შეხვდნენ.
1883 – კანადის პროვინცია ონტარიოში საფეხბურთო-სარაგბო გაერთიანება ჩამოყალიბდა.
1896 – ნიუ იორკის ”მედისონ სკვერ გარდენში” ველოსიპედისტ ქალთა შორის აშშ-ის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა.
- დაარსდა რუსეთის საფეხბურთო კავშირი.
1925 – ლეგენდარულმა ფინელმა სტაიერმა, პაავო ნურმიმ ერთი დღის განმავლობაში დახურული დარბაზებისათვის ერთდროულად 2 რეკორდი დაამყარა. ერთ მილზე რბენაში მან 4:13.6 შედეგი აჩვენა, ხოლო 5 კილომეტრი 14:44.6-ში გაირბინა.
1946 – ინგლისის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ისტორიაში, ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება დაფიქსირდა. “სტოკპორტ ქაუნთიმ” თავის მინდორზე “ჰალიფაქსს” 13:0 სძლია. 1946 წლის 5 ოქტომბერს ანალოგიური ანგარიშით, “ნიუკასლ იუნაიტედმა” “ნიუპორტს” სძლია.
1951 – ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ”ინდიანაპოლისმა” ”როჩესტერი” მეექვსე ოვერტაიმის შედეგად დაამარცხა. NBA-ში ეს სარეკორდო მაჩვენებლის დამატებითი ტაიმებია.
1966 – ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ინგლისისა და პოლონეთის საფეხბურთო ნაკრებები. ლივერპულის ”გუდისონ პარკზე” ჩატარებული შეხვედრა 1:1 დასრულდა. ინგლისელთაგან გოლი ბობი მურმა გაიტანა.
1972 – ციგურებით ფიგურულ სრიალში აშშ-ის ჩემპიონები გამოვლინდნენ. ქალთა შორის პირველობა ჯანეტ ლინმა მოიპოვა, მამაკაცთა შორის კი საუკეთესო კენეტ შელი გახდა.
1980 – ”ფილადელფია ფლაიერზმა” ჰოკეის ეროვნული ლიგის რეკორდი დაამყარა. ფილადელფიელთა ძლევა რეგულარული პირველობის, ზედიზედ 35 მატჩში ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა.
1991 – ჩინელმა მოცურავე, იატ ჰონმა 50 მეტრზე ბატერფლაით სტილით ცურვაში ქალთა შორის, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (27.30).
1994 – მოჭადრაკე გარი კასპაროვი ხალხთა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვეს.
1995 – ლენი უილკინსი ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახდა. მის მიერ დამოძღვრილმა გუნდმა, NBA-ს ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში 939-ე მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა.
1998 – დონ სატონი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
2005 – ჩოგბურთში ”ჰოფმანის თასზე” შემდეგი შედეგები აღინიშნა: აშშ-სლოვაკეთი 1:2, რუსეთი-იტალია 2:1, არგენტინა-გერმანია 2:1.
2005 – ბობი ჩაკონი, დუილტო ლოი, ბარი მაკგიგანი, ტერი ნორისი და ბერტ რანდოლფ შუგარი, მოკრივეთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
2005 – ”დეტროიტ პისტონზის” მოთამაშე, რიჩარდ ჰამილტონმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში ”მემფის გრიზლისთან” თამაშიდან ათივე შესრულებული ტყორცნა გააფუჭა. ამის მიუხედევად, იგი თანაგუნდელებში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი შეიქნა, რადგან 14 საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა. ასპარეზობა ”პისტონზმა” 101:79 მოიგო და NBA-ს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გამარჯვებული გუნდის ყველაზე შედეგიანმა კალათბურთელმა ”თამაშიდან” ვერც ერთი ქულა ვერ გააკეთა.
2008 – ფორმულა1-ის სკუდერია “ფერარიმ”, 2008 წლის ბოლიდის პრეზენტაცია მოაწყო.
- ფიფამ და ფრანგულმა ჟურნალმა “ფრანს ფუტბოლმა”, მსოფლიოს 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელებად ლეო მესი და ქალთა შორის - ბრაზილიელი მარტა დაასახელა.
2012 - რეჯიო ემილიის (იტალია) ტურნირი სოფიკო გურამიშვილმა მოიგო.
2013 - გიორგი შერმადინმა ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ “ოლიმპიაკოსის” მაისური პირველად მოირგო და წარმატებული დებიუტიც გამოუვიდა. საბერძნეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში პირეოსელებმა ერთ-ერთი აუტსაიდერი “პანელეფსინიაკოსი” სტუმრად 94:76 განადგურეს, გიომ კი 16:32 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.
2013 – “რეალი”-“სოსიედადი” 4:3. სოსიედადიდან სამივე გოლო ხაბი პრიეტომ გაიტანა. 2077 წლიდან მოყოლებული ესპანეთის პრიმერა დივიზიონში სტუმარმა ფეხბურთელმა პირველად შეასრულა ჰეთ თრიკი.
ამ დღეს დაიბადნენ
1864 – ბენ ჯონსონი. ბეისბოლის გამომგონებელი.
1922 – ეუსებიო ტეიშეირა. ურუგვაელი მცველი. მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონი.
1923 – ჯეიმს მალენი. საფეხბურთო ფორვარდი. “ვულვერჰემპტონ უონდერერზის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი (16 წელი და 43 დღე). კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 573 მატჩი, გაიტანა 140 გოლი. ინგლისის ორგზის ჩემპიონი. 1950 და 1954 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე.
1933 – ტეხადა. საფეხბურთო “ბარსელონას” წევრი გასული საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს. კატალონელთა შორის ჩაატარა 226 მატჩი, გაიტანა 137 გოლი.
1936 – ანტონ კლემანი. შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი 1950-60-იან წლებში.
1941 – რაინერ ოლჰაუზერი. მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ფორვარდი. ბავარიელთა მაისურით ჩაატარა 160 შეხვედრა, გაიტანა 64 გოლი. 192-83 წლებში მუშაობდა “ბაიერნის” მწვრთნელად.
1943 – ტერი ვენეიბლზი. მოთამაშეობისას გამოდიოდა მხოლოდ ლონდონურ კლუბებში (”ჩელსი”, ”ტოტენჰემ ჰოთსპური”, ”ქუინზ პარკ რეინჯერსი”, ”კრისტალ პალასი”). ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი. 1984 წლიდან, სამი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა ”ბარსელონას” და კატალონიურ კლუბს ესპანეთის ჩემპიონობა და სამეფო თასი მოაპოვებინა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იყო ”ტოტენჰემისა” და ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ტერი ვენეიბლზი ინგლისში 1996 წელს ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე, ინგლისელთა ეროვნული გუნდის დამრიგებელი გახლდათ. მის მიერ გაწვრთნილი ალბიონელები საინტერესო ფეხბურთს თამაშობდნენ, ნახევარფინალში კი, ტურნირის მომავალ ჩემპიონ - გერმანიასთან დამარცხდნენ.
1949 – მიშელ ბოიტი. კენიელი მძლეოსანი. 800 მეტრზე რბენაში 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.
1952 – ნორბერტ ჰანი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოციგურავე. 1976 და 1980 წლების ზამთრის ოლიმპიადების ჩემპიონი.
1953 – მანფრედ კალცი. გერმანიის ფედერაციული ნაკრებისა (1975-83) და “ჰამბურგის” (1971-91) განაპირა მცველი. კარგად ერთვებოდა შეტევაში. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 1982 წლის პირველობის ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. 1983 წელს დაეუფლა ჩემპიონთა თასს. მოპოვებული აქვს გერმანიის ჩემპიონობა. ბუნდესლიგაში ჩაატარა 594 მატჩი და ამ მაჩვენებლით მეორე პოზიცია უკავია. გერმანიის უპირველეს ლიგაში გაიტანა 76 გოლი. კალცს ბუნდესლიგაში გატანილი აქვს ყველაზე მეტი პენალტი (53). 1979 წელს ორჯერ ითამაშა თბილისში. ჯერ “ჰამბურგის” შემადგენლობაში “დინამოს”, შემდეგ კი გერმანიის ეროვნული გუნდის რიგებში - საკავშირო ნაკრების წინააღმდეგ. ორივე შეხვედრა მანფრედ კალცის გუნდმა მოიგო (შესაბამისად 3:2 და 3:1).
1962 – ფილიპ ბრაუნი. დიდი ბრიტანელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1984 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1965 – ლინდსეი ბერნსი. კანადელი ნიჩბოსანი. 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1969 – ილიე დუმიტრესკუ. რუმინეთის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე.
1970 – ლეონარდო ასტრადა. ბუენოს აირესის “რივერ პლეიტის” ლეგენდარული ნახევარმცველი. გუნდის შემადგენლობაში ჩატარებული აქვს 456 მატჩი.
1975 – ლაურა ბერგი. ამერიკელი სოფტბოლელი. 1996 წლის ოლიპიური ჩემპიონი.
1976 – ჯერემი ლინი. ამერიკელი მოცურავე. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროსა და ვერცხლის მედლები.
1981 – ჯექსონ ვრომენი. ”ფინიკს სანზის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (206 სმ).
1982 – ჯილბერტ არენასი. ”ვაშინგტონ უიზარდსის” და “ორლანდო მეჯიქის” გამთამაშებელი (190 სმ). ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” სამი მატჩის მონაწილე (2005, 2006, 2007).
ამ დღეს გარდაიცვალნენ
1928 – 51 წლის ასაკში, ჰოლანდიელი ველოსიპედისტი, ალვინ კრაეცლაინი გარდაიცვალა. იგი ოლიმპიადების ოთხგზის ჩემპიონია.