ფეხბურთი

3:02 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაურისიო პოჩეტინოს უცნაური ცვლილება

ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში „ტოტენჰემმა“ სტუმრად „ტრანმერ როვერსი 7:0 გაანადგურა. როგორც წესი ასეთ მატჩებში მწვრთნელები წამყვან ფეხბურთელებს ასვენებენ, მაგრამ მაურისიო პოჩეტინომ გუნდის ლიდერი ჰარი კეინი ათამაშა.

ინგლისელი ფეხბურთელი არგენტინელმა მოედანზე მაშინ შეიყვანა, როდესაც მისი გუნდი 6:0 იგებდა. შედეგად, პოჩეტინოს უცნაურ ცვლილებაზე ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწია:

„კეინი თამაშში მეტოქისა და ქომაგების პატივისცემის გამო ჩავრთე. აქაურ გულშემატკივრებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა ასოციაციის თასის მსგავს შეჯიბრს უყურონ და ამიტომ გადავწყვიტე მისი მოედანზე შეყვანა. ამ ხალხმაც დაიმსახურა კეინის თამაშის ყურება, რომელიც ინგლისური ფეხბურთის სახეა“, - განაცხადა პოჩეტინომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118554