ფეხბურთი

2:10 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანოს აგენტი "ვიტესზე": "მოითმინეთ!"

ჯანო ანანიძე არნემის „ვიტესთან“ ძალიან ახლოსაა - აღნიშნული ინფორმაცი Riasport-მა გაავრცელა. თუმცა, ქართველი ფეხბურთელის აგენტი თეიმურაზ ლეპსაია ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს.

Sport-express-თან ჯანოს აგენტმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა:

„ეს სიტუაცია კომენტარის გარეშე დავტოვოთ. ვფიქრობ, მომდევნო დღეებში ყველაფერი ნათელი იქნება. ახლა კი სათქმელი არაფერია“, - თქვა ლეპსაიამ.

შეგახსენებთ, რუსული მედიის ცნობით, ჯანომ „ვიტესში“ გადასვლა უკვე გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის შემტევი ჰოლანდიურ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

0.162128