ფეხბურთი

0:48 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასმა „სტემფორდ ბრიჯის“ მინდორი თვალცრემლიანმა დატოვა

“ჩელსიმ,“ თავის „სტემფორდ ბრიჯზე,“ ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში, „ნოტინგემ ფირესტი“ 2:0 დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ორივე გოლი ლონდონელთა ესპანელმა შემტევმა, ალვარო მორატამ გაიტანა, ორივე კალუმ ჰადსონ-ოდოის პასით.

პირველ ტაიმში, კიდევ ერთმა ესპანელმა, სესკ ფაბრეგასმა, რომლისთვისაც, ჩანს, ეს ბოლო მატჩი იყო „ჩელსის“ მაისურით, პენალტი ვერ გაიტანა, შემდეგ კი მინდორი თვალცრემლიანმა დატოვა. სავარაუდოდ, ის კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს.

0.113271