ფეხბურთი

23:37 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე და “ვიტესი” უახლოეს დღეებში დადასტურდება

26 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე უახლოეს დღეებში ჰოლანდიური “ვიტესის” წევრი გახდება. რუსული წყაროების ცნობით, ჯანო ერედივიზიონში იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ანანიძის გასხვისება აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მოსკოვის “სპარტაკმა” მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა. რუსულ გრანდში ჩვენებურს მიანიშნეს, რომ ამ ეტაპზე მინდორზე გასვლა აღარ მოუწევდა.
როგორც ირკვევა, ქართველი ნახევარმცველის ჰოლანდიაში ტრანსფერს “ვიტესის” რუსი თავკაცი ლეონიდ სლუცკი ლობირებს, რომელიც ჯანოს შესაძლებლობებს კარგად იცნობს.
“ანანიძე გადაწყვეტილება მიიღო, რომ “ვიტესში” ითამაშოს. უახლოეს დღეებში მისი ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად იქნება გამოცხადებული. საუბარია სეზონის ბოლომდე იჯარაზე”, - განუცხადა რუსულ Riasport-ს ანონიმურმა წყარომ.

0.117142