კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა დენის სუარესმა შესაძლოა კარიერა ლონდონის "არსენალში" გააგრძელოს. "მეთოფეთა" თავკაცი უნაი ემერი სუარესს "სევილიაში" მუშაობის პერიოდიდან იცნობს და მისი ტრანსფერი მოითხოვა. როგორც Sky Italy იუწყება, ფეხბურთელსაც სურს ინგლისში გადაბარგება და მოლაპარაკება კლუბებს შორის დაწყებულია.
ჯერჯერობით ფინანსური დეტალები უცნობია. ფეხბურთელის დამატება "არსენალის" გარდა "მილანს" და "რომას" სურთ. სუარესმა მიმდინარე სეზონში ექვსი მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 37 წუთს ატარებს.